Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ჩამოვაყალიბეთ  პროექტის  მიზნები,  გამოვიყენეთ  ესგ,  საგნობრივი  სტანდარტის  გათვალისწინებით  სასწავლო  პროექტის  შაბლონში  გავწერეთ  პროექტის  თემის  შინაარსი,  განვიხილეთ  2-ე  მოდულის  პირველი  პუნქტი,  დავაკომენტარეთ  სხვისი  ბლოგები  საგნობრივი  ჯგუფების  მიხედვით.  

პროექტის სასწავლო მიზნები

 მოსწავლეები შეძლებენ:  

  • მონაცემთა  ალბათობისა  და  სტატისტიკის  თემის  გამოყენებას  2014 წლის  საგრანტო  დაფინანსების  შესახებ
  • ინფორმაციის  მოძიებას  და  მათ  შეკრებას
  •  დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას.
  •   თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების  კატეგორიებად  გადანაწილებას   და წარმოდგენას  ხელსაყრელი ფორმით(ცხრილები,  დიაგრამები)  და  მათ ფორმულირებას.
  •  მონაცემთა ანალიზს და დასკვნების ჩამოყალიბებას.
  • არსებული  მონაცემების  შემოწმებას  და  მათ  შედარებას
  • რანჟირებას  ცხრილების  საშუალებით(Ms excel,  Ms power-point)
  • შეფასებას
  • პრეზენტაციას  

სასწავლო პროექტი1

მოსწავლეებს  შევთავაზებ  გააკეთონ  სტატისტიკა  დედოფლისწყაროს  რაიონში  საგრანტო  დაფინანსების  შესახებ  ეროვნულ  გამოცდებზე,  გააკეთონ  დიაგრამა  შესაბამის  მონაცემებზე,  გამოსახონ  პროცენტულად.  მონაცემთა  ალბათობისა  და  სტატისტიკის  თემის  შეთავაზება   მოსწავლეებისთვის  საკმაოდ  გამოყენებადი  საკითხია  თანამედროვე  ცხოვრებაში,  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  კვლევა-ძიების,  კომუნიკაციის,  ინფორმაციის  ეფექტურად  მოპოვების,  ციფრული  წიგნიერების  განვითარების უნარები,  რაც  აუცილებელია  დისციპლინათა  შორის  კავშირის  დამყარებისთვის

მეორე დღის რეფლექსია

დღეს  ვისწავლეთ  ბროშურის  შექმნა,  ბლოგზე  მუშაობა,  ჩამოყალიბდა  ჯგუფები  საგნობრივი  კომპეტენციების  მიხედვით,  ჩვენ  მოვახერხეთ  ბლოგზე  გამოქვეყნება,  ერთმანეთის  პროექტის  იდეების  დათვალიერება  და  კომენტარების  დადება  და  გამოქვეყნება.  დღევანდელი  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო  და  წარმატებული.  

Saturday, August 30, 2014

ჩემი პროექტის იდეა

2014  წლის  ეროვნულ  გამოცდებზე  აბიტურიენტთა  საგრანტო  დაფინანსების  სტატისტიკა  დედოფლისწყაროს  რაიონში .